Friday, July 10, 2015

ინტელის ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

ინტელის სატრენინგო კურსი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გავიარეთ 8 მოდული. ვისწავლეთ სასწავლო ნიმუშების შექმნა., მოსწავლეთა პროექტების შეფასება,.შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე..ეს ტრენინგი ჩემთვის სიახლე იყო, რასაც წარმატებით გამოვიყენებ ჩემს შემდგომ საქმიანობაში.ეს მასალები გამიადვილებს პროექტებზე მუშაობას.

ინტელის პროექტი

"თავისუფალი დრო"

Thursday, July 9, 2015

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მე5 მოდულზე. ვისწავლეთ ბმულების გაკეთება დოკუმენტში. ვიმუშავეთ პრეზენტაციის დიზაინზე, პრეზენტაციაში ვიდეოს ჩასმასა და დიაგრამის აგებაზე. ავტვირთეთ ბლოგზე პრეზენტაცია.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მე6 და მე7 მოდულზე..ვისწავლეთ ბანერების განთავსება ბლოგზე. შევქმენით ფასილიტაციის მასალები და განვიხილეთ შეფასების რუბრიკები

Friday, July 3, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მოდული4- სასწავლო ნიმუშის შექმნა. გავიმეორეთ წინა ტრენინგზე განხილული მასალა. ვიმუშავეთ ბლოგზე .ვისწავლეთ ვიდეოს და პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება.დავამატეთ ბლოგზე ჩანართები.

Thursday, July 2, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს განვიხილეთ მე 3 მოდული--გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებების შესახებ.და ინტერნეტის გამოყენებას კვლევისთვის.ვიმუშავეთ საძიებო სისტემებზე.

Tuesday, June 30, 2015

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით მეორე მოდულს-მესამე აქტივობას.რომელიც მოიცავდა შეფასების სტრატეგიებსა და მეთოდებს. განვიხილეთ პროექტის შეფასების სხვადასხვა მეთოდი პროექტის მიმდინარეობის ეტაპის მიხედვით.გავეცანი აქტივობა 5ს- პრეზენატაციის მომზადებას.

Friday, June 26, 2015

ინტელის ტრენინგის 3 დღის ანგარიში.

ინტელის ტრენინგი სასწავლო პროცეს საინტერესოს ხდის. პირველ ეტაპზე განვიხილეთ პროექტებით სწავლება. ის ხელს უწყობს კომუნიკაციას, კრიტიკულ აზროვნებას.გავეცანი პორტფოლიოს შექმნას, მუშაობის წესებს პორტფოლიოზე და განვიხილეთ სასწავლო ღონისძიებების ეფექტური დაგეგმვა.
     მეორე ეტაპზე შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, განვიხილეთ პროექტის აქტუალობა საგანმანათლებლო პროცესში და ვისაუბრეთ ბლოგის დანიშნულებაზე
     მესამე ეტაპზე განვსაზღვრეთ პროექტის მიზნები  ეროვნული სასწავლო გეგმის და 21 ე საუკუნის უნარების შესაბამისად.შემდეგ შევქმენით მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და განვიხილეთ ბლოგის დიზაინი.